ჩვენს შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის მასალათა საცავი (არქივი) შეიქმნა 1948 წელს, დღეს იგი არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული და იმართება საინფორმაციო სისტემების სამსახურის მიერ. საცავში თავმოყრილია ღირებული ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ  - ანაზომები, სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო პროექტები, ფოტოდოკუმენტაცია, უნიკალური მინის ნეგატივები და სხვა.

2007 წელს დაიწყო  არქივის მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანის და სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზაში განთავსების პროცესი (1920-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე).

საცავში არსებული და შემოდინებული ახალი მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და მონაცემთა ბაზაში განთავსება მუდმივმოქმედი პროცესია და დღესაც გრძელდება.

2009 წლიდან საცავის მასალების დიგიტალიზაციის პროცესის ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი.