საიტის მოხმარების წესები

საიტის მოხმარების წესები და პირობები:

კულტურული მემკვიდრეობის მასალათა საცავში თავმოყრილია დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ: პროექტები, ფოტოები, მინის ნეგატივები და სხვა. მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაყვანილია ციფრულ ფორმატში  და განთავსებულია მონაცემთა ბაზაში.

თქვენს წინაშე წარმოდგენილი საიტის მიზანია ბაზაში არსებულ მასალასთან დათვალიერების რეჟიმში  წვდომის საშუალება მისცეს როგორც სპეციალისტებს, ასევე სტუდენტებს, დაინტერესებულ პირებს და ფართო საზოგადოებას.

 

არსებული ვებ ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია:

ინფორმაციის ძებნა, ფილტრაცია, დახარისხება, ძეგლზე/ობიექტზე არქივში არსებული დოკუმენტაციის ჩამონათვალის ნახვა, ფოტოების დათვალიერება. მენიუ "ფაილები"-დან შესაძლებელია ატვირთული ფაილების გადმოწერა, მათ შორის ექსელის ფაილისა, რომელშიც გაერთიანებულია ინფორმაცია ძეგლების შესახებ ოფიციალური ბრძანებების მიხედვით.